0%იტვირთება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 11.11.2026

semo.ge არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დამკვეთებს და ხელოსნებს, ხელოსანთა ჯგუფებსა და კომპანიებს. ეს პოლიტიკა აღწერს, რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რისთვის ვიყენებთ და რა უფლებები გაქვს. მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და პაროლი (პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით).
  • შემსრულებლის პროფილი: ფოტო, აღწერა, სერვისები, ფასები, სამუშაო არეალი, გამოცდილება, სოციალური ბმულები, WhatsApp-ის ნომერი, ნომრის ჩვენების დრო, კომპანიის შემთხვევაში — საიდენტიფიკაციო კოდი.
  • დამკვეთის პროფილი, სამუშაოები და შეთავაზებები: აღწერა, ფოტოები, ვიდეოს ბმულები, ქალაქი და მისამართი, ვადები და ფასები.
  • ფასიანი სერვისები: ბალანსის შევსებისა და ხარჯვის ისტორია. ბანკის ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ — მათ ამუშავებს გადახდის მომსახურების მიმწოდებელი.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპი, შესვლის დრო, გვერდების და ნომრის ნახვების სტატისტიკა.
  • შეტყობინებები: push-შეტყობინებების გამოწერის ტექნიკური მონაცემები, თუ მათ ჩართავ.

2. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს

  • პლატფორმის მომსახურების მიწოდება: ანგარიში, პროფილი, სამუშაოების განთავსება, შეთავაზებები და ძიება;
  • დამკვეთისა და შემსრულებლის ერთმანეთთან დაკავშირება;
  • ანგარიშის დაცვა, ტელეფონის ნომრის დადასტურება და თაღლითობის თავიდან აცილება;
  • შეტყობინებების გაგზავნა საიტზე, push-ით ან SMS-ით (მაგ. დადასტურების კოდი);
  • ფასიანი სერვისების შესრულება და ბალანსის აღრიცხვა;
  • სტატისტიკა და მომსახურების გაუმჯობესება;
  • კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

3. დამუშავების საფუძველი

მონაცემებს ვამუშავებთ შენი თანხმობით (რეგისტრაციისას), მომსახურების გასაწევად აუცილებელ ფარგლებში, ჩვენი კანონიერი ინტერესით (უსაფრთხოება, თაღლითობისგან დაცვა) და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. რა ჩანს საჯაროდ

  • შემსრულებლის პროფილი და დამკვეთის მიერ გამოქვეყნებული სამუშაო ჩანს საიტის ყველა სტუმრისთვის;
  • ტელეფონის ნომერი სრულად ჩანს მხოლოდ „ნომრის ნახვაზე“ დაჭერისას — და შემსრულებლის შემთხვევაში მხოლოდ მის მიერ არჩეულ დღეებსა და საათებში;
  • ელ-ფოსტა და პაროლი საჯაროდ არასოდეს ჩანს;
  • შეთავაზების ფასს და აღწერას ხედავს მხოლოდ სამუშაოს დამკვეთი და თავად შემსრულებელი.

5. მონაცემების გადაცემა

პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით. მათ ვუზიარებთ მხოლოდ ტექნიკურ პარტნიორებს, რამდენადაც ეს მომსახურებისთვისაა საჭირო (ჰოსტინგი, SMS-ის გაგზავნა, push-შეტყობინებების მომსახურება, გადახდის სისტემები), ასევე სახელმწიფო ორგანოებს — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. შენახვის ვადა

მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით ან დავის გადასაწყვეტად არის საჭირო. საიტზე არსებული შეტყობინებები ავტომატურად იშლება: წაკითხული — 90, წაუკითხავი — 180 დღის შემდეგ.

7. უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS), პაროლები ინახება ჰეშირებული სახით, მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია და მხოლოდ საჭიროების ფარგლებშია ნებადართული.

8. შენი უფლებები

  • მიიღო ინფორმაცია შენი მონაცემების დამუშავების შესახებ და მათი ასლი;
  • მოითხოვო არაზუსტი მონაცემების გასწორება;
  • მოითხოვო მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა;
  • ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა;
  • საჩივრით მიმართო საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მოთხოვნისთვის მოგვწერე: [email protected].

9. არასრულწლოვნები

პლატფორმა განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. 18 წლამდე პირის მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ.

10. Cookie ფაილები

Cookie ფაილების გამოყენების შესახებ იხილე Cookie პოლიტიკა.

11. ცვლილებები და კონტაქტი

პოლიტიკის არსებით ცვლილებაზე საიტზე გაცნობებთ. კითხვების შემთხვევაში მოგვწერე: [email protected].